ოთო ფარულავა - ირაკლი კობახიძემ დევნილი მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუება გადაწყვიტა - რეჟიმმა საკუთარი ფუფუნებისთვის მილიონები გამოყო, ხოლო რუსული ოკუპაციით დაზარალებულ მოქალაქეებს კაპიკები მიუგდო

ირაკლი კობახიძემ დევნილი მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუება გადაწყვიტა - მისი განცხადება, რომ დევნილებს მისცემს არჩევანს და კუთვნილი ბინების ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე მიზერულ კომპენსაციას 10 000 ლარს შესთავაზებს, ეს დევნილების დაცინვა და აბუჩად აგდებაა! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო ლელოს“ წევრმა ოთო ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „რეჟიმმა საკუთარი ფუფუნებისთვის მილიონები გამოყო, ხოლო რუსული ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს კაპიკები მიუგდო“.

როგორც ოთო ფარულავამ განაცხადა, ისინი მოითხოვენ, რომ 2027 წლის ბიუჯეტში დევნილთა განსახლებისთვის გამოყოფილი 250 მილიონი ლარი გაორმაგდეს და მინიმუმ 500 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

„გუშინ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუება გადაწყვიტა. მან განაცხადა, რომ მათ მისცემს არჩევანს და კუთვნილი ბინების ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე მიზერულ კომპენსაციას - 10 000 ლარს შესთავაზებს. ეს არის „ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენი დევნილების დაცინვა და აბუჩად აგდება!

იმ ფონზე, როდესაც რეჟიმის მაღალჩინოსნები საკუთარ ანაზღაურებას იზრდიან და კოლოსალურ ხელფასებს ინიშნავენ, გადაწყვიტეს, საბიუჯეტო ეკონომია ისევ უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დევნილების ხარჯზე გააკეთონ.

რუსული აგრესიის მსხვერპლი ჩვენი თანამოქალაქეები 30 წელზე მეტია ელოდებიან კუთვნილ საცხოვრებელს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოაგვარა.

დღეს საქართველოში 30 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს სჭირდება ჭერი, უძრავი ქონების ფასების კატასტროფული ზრდის პირობებში კი ერთ წევრზე 10 000 ლარით ბინის ყიდვა სრული აბსურდია!

საინტერესოა, ვკითხოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს: 10 000 ლარად რომელიმე დევნილი ოჯახი შეძლებს თუნდაც ყველაზე პატარა ბინის ყიდვას იმ საცხოვრებელ კომპლექსებში, რომლებსაც ის აშენებს?! - რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს!

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დევნილთა სრული განსახლების „დეტალური გეგმით" იწონებდა თავს და კონკრეტულ ვადებსაც კი ასახელებდა. თუმცა, ესეც მისი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა! იმ პირობებში, როდესაც დევნილთა ყოველთვიური შემწეობა სასაცილო 45 ლარია, ხოლო 1250 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში ამ მიზერულ დახმარებასაც კი აჭრიან, არავის სჯერა, რომ „ოცნება“ დევნილებზე ზრუნავს.

10 000 ლარი „ქართული ოცნების" ერთი დეპუტატის ერთი თვის ხელფასზე ნაკლებია. რეჟიმმა საკუთარი ფუფუნებისთვის მილიონები გამოყო, ხოლო რუსული ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს კაპიკები მიუგდო.

შეწყვიტეთ დევნილების სასოწარკვეთით და სიღარიბით ვაჭრობა! აიღეთ პასუხისმგებლობა და მიეცით ამ ადამიანებს ის, რაც კანონით ეკუთვნით - ღირსეული საცხოვრებელი და არა მოწყალება!“- განაცხადა ოთო ფარულავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის რაოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში