საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ის მონაწილეობს დისკუსიაში „დემოკრატიული ფრონტის ხაზი: ლიდერობა რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“.
დისკუსიაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, Free Russia Foundation-ის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ კარა-მურზა და ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის ხელმძღვანელი სვეტლანა ტიხანოვსკაია.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს Independence Avenue Media-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ია მეუერმიშვილი.