„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის გათვალისწინებას მოითხოვს

„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის გათვალისწინებას მოითხოვს, რომლისთვისაც კოალიციის გაანგარიშებით 147 მლნ ლარია საჭირო.

როგორც რუსთავის საკრებულოში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა ნინო სულაძემ განაცხადა, ინიციატივის ფარგლებში, პარტიამ მოთხოვნით უკვე მიმართა რუსთავის, სიღნაღის, ამბროლაურის, ქარელის, დუშეთისა და აბაშის მერებს. მომდევნო კვირაში კი მოთხოვნა კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში წარედგინება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ამ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობა და მისი განხორციელებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

პარტიაში აცხადებენ, რომ სრულფასოვანი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა და არც ერთი მოსწავლე არ უნდა იყოს გაკვეთილებზე მშიერი. მათი შეფასებით, პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებსაც შვილების სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა ფინანსურად უჭირთ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში