საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მეხუთე პრეზიდენტის განმარტებით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს, „რა დროსაც ხაზი გაესვა უფლებათა მძიმე დარღვევებსა და ქართველი ხალხის უტეხ სიმტკიცეს“.
„შევხვდი ევროპის საბჭოს კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. აღინიშნა, სამოქალაქო საზოგადოების სამიზნედ ამოღება და უფლებათა მძიმე დარღვევები, ხაზი გაესვა ქართველი ხალხის უტეხ სიმტკიცეს. ძლიერი ევროპული პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტრაექტორიის დაცვისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.