ლაშა ფარულავა - მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მისატანი

მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო, შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ. შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მისატანი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მაშინაც კი, როდესაც მამუკა მდინარაძეს შინაპატიმრობა ჰქონდა, მოგვაჩვენოს, რომ ყველაფერი რიგზეა.

„ქართულ ოცნებაში“ არის შიდა წიოკი, დაპირისპირება, ერთმანეთის ჩაშვება არის ყოველდღიურობა და ამის ნათელი მაგალითი არის მდინარაძის გათავისუფლება და პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლა“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში