ირაკლი ჭეიშვილი - რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?!

რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?! - არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაარსებას გამოეხმაურა.

მან მამუკა მდინარაძეს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ეს ადამიანი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. რადგან მას პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?! არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან და აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს საჯარო სექტორთან, თანამდებობასთან, შესაბამისად, დაკავდა კერძო საქმიანობით. წარმატებას ვუსურვებ იქ, სადაც არის,“ - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში