ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებზე ვისაუბრე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან შავი ზღვის რეგიონში.
„უკვე გავაძლიერეთ ჩვენი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე და გავაგრძელებთ უსაფრთხოების გარემოზე დაკვირვებას, საჭიროებისამებრ მოვახდენთ შეკავებისა და თავდაცვის კუთხით ჩვენი მიდგომების კორექტირებას”, - აცხადებს რუტე.
შეგახსენებთ, ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე შეტევა განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებენ. „არ გაგვაჩნია მკაფიო და უტყუარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს დავაკისროთ. თუმცა, ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ ეს შედეგი რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია. ამიტომ, დღეს შეხვედრაზე რუსეთის ელჩს დავიბარებ”, - აღნიშნა ბულგარეთის პრემიერმა.