კომერციულ ნაოსნობასა და ნავიგაციის თავისუფლებაზე განხორციელებული ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და გლობალური სასურსათო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, ორ სავაჭრო გემზე დრონებით თავდასხმას, რის შედეგადაც უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დაშავდნენ.
მისი თქმით, ესტონეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს.
„შავ ზღვაში არსებული არასტაბილურობისა და ესკალაციის ერთადერთი მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომია. მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს მანამ, სანამ რუსეთი კურსს არ შეიცვლის და სრულად არ აგებს პასუხს თითოეული დარღვევის, ნგრევისა და ჩადენილი სისასტიკისთვის”, - წერს ცაჰკნა.