ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბესიკის ქუჩის №81-ში მიმდინარე სამუშაოებზე, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა.

მათივე განმარტებით, სამშენებლო კომპანიამ ინსპექციის მითითება გაითვალისწინა და გამოვლენილი ხარვეზი გამოასწორა, რის შემდეგაც აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა.

„ბესიკის ქუჩის #81-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობდა.

სამშენებლო კომპანიამ გაითვალისწინა მუნიციპალური ინსპექციის მითითება და გამოასწორა გამოვლენილი დარღვევა, რის შემდეგაც საქმის წარმოება შეწყდა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ამ მიმართულებით დარღვევა არ გამოვლენილა.

სხვა საკითხებზე დასკვნა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა მოამზადოს. თუ ექსპერტიზის შედეგად სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, კომპანიას შესაბამისი ხარვეზების გამოსწორება დაევალება. აღნიშნული საკითხი მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას არ განეკუთვნება.

სამშენებლო კომპანიას საკითხის შესწავლის მიზნით, მასალები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აქვს გადაგზავნილი. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია მიწისა და შენობის დაზიანება და გაჩენილი ბზარები“,- აცხადებენ უწყებაში

ცნობისთვის, ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მიმდებარე სახლების მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

ადგილობრივების განცხადებით, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც მომიჯნავე სახლებისა და ეზოების დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ბათუმის მერიისგან საკითხის შესწავლას და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში