ადვოკატი - გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს - საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, რაზეც გიორგის ჰქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება, მას ჩამოართვეს ტელევიზორი

ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება.

როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, მას ტელევიზორი ჩამოართვეს.

„ახლახან დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება.

გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.

როგორც გიორგიმ მითხრა, საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ჰქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება. მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს, არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა).

გამოსვლისას, შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე, რომ გიორგი დღესვე ნახონ,“ - წერს არევაძე.

ცნობისთვის, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში