ირაკლი ყანდაშვილმა №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე მისულ ადვოკატებს შეხვდა და მათი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ყანდაშვილმა დაწესებულების დირექტორ რამაზ ფირცხალავასა და ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად დეტალურად განიხილა მიმდინარე პრობლემური საკითხები, მათ შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს ადვოკატთან შესახვედრად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროულად გამოყვანასთან დაკავშირებული საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჭოჭუა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უკვე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც აღნიშნული საკითხის პრაქტიკაში სათანადო რეგულირებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში