რასაც გუშინ შალვა პაპუაშვილი „რუსთავი2“-ზე მიმდინარე დებატებში ლეგიტიმურად, კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ყველაზე ავტორიტეტული სამართლებრივი კომენტატორია, ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა, - ასე ეხმაურება უფლებადამცველი თამთა მიქელაძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას.
მიქელაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა უმძიმესია. უფლებადამცველი ელის, რომ ასეთივე დასკვნა ექნება ევროპულ სასამართლოს, მათ მიერ წარდგენილ სარჩელზე.
“საბოლოო დასკვნაში ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. პირიქით, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
აღნიშნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, კომისიამ თქვა, რომ
კომისია მტკიცე რეკომენდაციას უწევს, ხელახლა იქნეს განხილული სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში. ასეთი ქმედებები უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით, სათანადო და მყარი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამავე დასკვნას ჩვენს სარჩელებზე გამოიტანს ევროპული სასამართლოც. როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, ის სამართლებრივ წესებს და გადაწყვეტილებებს მიყვება - ვნახოთ, როგორ შეასრულებენ ამ პირობას?“, - წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.