BTU საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის - SAP University Alliances - ასოცირებული წევრია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას, SAP-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც BTU საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის - SAP University Alliances ასოცირებული წევრი გახდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.

SAP University Alliances წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს SAP-ის აკადემიურ სასწავლო მასალებზე წვდომისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.

SAP University Alliances-ის საერთაშორისო მასშტაბზე მეტყველებს ისიც, რომ მხოლოდ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში მისი პარტნიორული ეკოსისტემა 850-ზე მეტ უნივერსიტეტს, 50-მდე ქვეყანასა და 200 000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება:

  • გამოიყენოს SAP University Alliances-ის აკადემიური საგანმანათლებლო მასალები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში;
  • გაამდიდროს სასწავლო კურსები საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებითა და პრაქტიკაზე ორიენტირებული მასალებით;
  • ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ თანამედროვე ბიზნესისა და ტექნოლოგიური პროცესების შესახებ ცოდნის გაღრმავებას;
  • უზრუნველყოს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენებით;
  • განავითაროს სწავლების ინოვაციური მიდგომები და გააძლიეროს კავშირი აკადემიურ განათლებასა და თანამედროვე ინდუსტრიულ პრაქტიკას შორის.

BTU-ს SAP University Alliances-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში გაწევრიანება კომპანია UGT-ის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც SAP-ის პარტნიორია საქართველოში. UGT-ის ჩართულობამ ხელი შეუწყო უნივერსიტეტსა და SAP-ს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

თანამშრომლობა BTU-ს საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ორიენტირებულია გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან ინტეგრაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობების შექმნაზე.

SAP University Alliances პროგრამაში გაწევრიანება BTU-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განვითარების მიმართულებით.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში