გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კერძოდ, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში.
მათივე ცნობით 15 ოქტომბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ლისი, ცხვარიჭამია, კევლიანი. 11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, კეცხოველის, ყაზბეგის, ზონკარის, ავჭალის, წინამძღვრიშვილის, მაყაშვილის, უგრეხელიძეების, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს თხინვალაში იოსებ კეჭაყმაძის, ლეო კვაჭაძის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
„10:00-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, მუხრანი, არაშენდა, ზემო წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, წილკანი, ს/კ ინსტიტუტის დასახლება და მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში საგურამო, წიწამური, ზედაზნის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
10:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, გორანა, ალოტი, ქვემო კვერნაულა, ბოკონი, კვირიისხევი, სიმხევი და მიმდებარე სოფლებში.
10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, მაღაროსკარი, ატაბე, ქვემო არანისი, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში. 10:30-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში კაწალხევი, შუაფხო, თხილიანა, მუქო, გოგოლაურთა, ინო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.