თამარ ონიანი - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები იყო დამანგრეველი ეფექტის - მისი მიზანი კანონმდებლობის შეიარაღებაა პოლიტიკური დღის წესრიგით გაცხადებული მიზნების მისაღწევად

ვენეციის კომისიის აზრით, ცვლილებები არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, კი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, - ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას.

თამარ ონიანის შეფასებით, “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იყო დამანგრეველი ეფექტის მქონე.

„2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (და ამასთან კავშირში სხვა კანონებში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში) შეტანილი ცვლილებები იყო იმ დამანგრეველი ეფექტის მქონე ცვლილებები, რომლებმაც მომეტებულად და გამიზნული ბუნდოვანებით გააფართოვა გრანტის დეფინიცია, და, ე.წ. არაავტორიზებული „გრანტები“ სისხლის სამართლის დასჯადობას დაუქვემდებარა. ეს მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში კონტროლის კიდევ ერთი მძლავრი იარაღის შექმნას.

ახლა ვნახოთ, რას წერს ვენეციის კომისია ამ ცვლილებებზე.

თეზისით შეიძლება შეჯამდეს და ორიგინალში დასკვნის 83-ე პარაგრაფი შეგიძლიათ იხილოთ:

ამ ცვლილებებს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი.

ვენეციის კომისია ამბობს, კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვასა და გაძლიერებას უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან.

სინამდვილეში, ამ ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის შეიარაღებაა პოლიტიკური დღის წესრიგით გაცხადებული მიზნების მისაღწევად. კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფებზე მომეტებული კონტროლის დამყარება.

ვენეციის კომისიის აზრით, ცვლილებები არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ კი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

კანონმდებლობა ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.

განსაკუთრებით 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ჩარჩოს (მთლიანობაში) კუმულაციური და სისტემური გავლენის გათვალისწინებით.

აღნიშნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.

ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წყობილება და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის რისკს ქმნის“, - წერს თამარ ონიანი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში