პაატა მანჯგალაძე - „ნულოვან თანაგრძნობასთან“ შედარებით, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად - აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?

აბსურდი როგორ მოვინანიო?, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე წერილში წერს და საპროცესო შეთანხმებების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას ციხიდან პასუხობს.

გავრცელებულ წერილში მანჯგალაძე მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ გამოაცხადებენ მოღალატეებად მათ, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე წავიდა, რადგან არსებულ პირობებში ადამიანების თავისუფალი არჩევანია.

ოპოზიციონერი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ხელისუფლებას აფრთხილებს, მომავალში მათაც იგივე მიდგომები არ მიუბრუნდეთ.

„მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა, გამოვეხმაურო საპროცესო გარიგებებთან საჯარო სივრცეში გავრცელებულ რამდენიმე საკითხს:

მესმის, დიდია ცდუნება ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არც ერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას;

არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია, ვგულისხმობ, ჩემს შემთხვევას, როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის ოქტომბერში, ანუ ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?

ადრე გაცხადებულ, ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად.

იმედი მაქვს, გააცნობიერებენ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იგივე ცული არ მიეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან", - წერს პაატა მანჯგალაძე წერილში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში