რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით გოგონა აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადავარდა. მოზარდი ფეხის მოტეხილობით კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.