პროკურორი - მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული და მოინანიეს - დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლო, სადაც დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება

ოთხივე მსჯავრდებულმა მოგვმართა წერილობითი განცხადებით. თითოეულმა მათგანმა აღიარა დანაშაული, მოინანია გულწრფელად და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.

პროკურორი აცხადებს, რომ დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება.

„მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა, დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და წარვადგინეთ სასამართლოში მათ მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზნით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება“, - განაცხადა პროკურორმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში