ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი

შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში