ირაკლი კუპრაძე - მანანა კობახიძემ თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას - ეს არის კიდევ ერთი ნიშანი სისტემის რღვევის, როდესაც ივანიშვილის ყველაზე სანდო კადრებიც კი უარს ამბობენ კობახიძის მიერ გაცემული დანაშაულებრივი დავალებების შესრულებაზე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მანანა კობახიძისთვის პირადი განცხადების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მმართველ გუნდის „სისტემის რღვევის“ ნიშნად აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ მანანა კობახიძემ თავი აარიდა „დანაშაულში თანამონაწილეობას“.

„მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დატოვება სამ ამბავზე მიუთითებს:

მანანა კობახიძემ თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას. რისი შედეგებიც ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვისაც და პერსონალურადაც.

ვინც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა უმძიმესი დანაშაული იქნება პოლიტიკური პარტიების გაუქმება, იმედია, ახლა მაინც დაფიქრდება.

ეს არის კიდევ ერთი ნიშანი სისტემის რღვევის, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კადრებიც კი უარს ამბობენ ირაკლი კობახიძის მიერ გაცემული დანაშაულებრივი დავალებების შესრულებაზე“, - წერს კუპრაძე.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩიეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში