ზოგს გამოცდილება და გამბედაობა ჰყოფნის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ მოაწეროს ხელი, - ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრი, ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას პირადი განცხადების საფუძველზე.
როგორც ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს, ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობას აწერს ხელს, ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევს.
“მაფიოზური” პრინციპია - ყველა უნდა გაისვაროს.
ყველა პროკურორს, ყველა მოსამართლეს, ყველა დეპუტატს - ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული აზრის აკრძალვაში იღებს მონაწილეობას და ხელს აწერს დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობას, ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევს.
ცხადია, ზოგს გამოცდილება და გამბედაობა ჰყოფნის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ მოაწეროს ხელი”, - წერს ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო თავის განცხადებაში წერს, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.