რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება. ასევე, ისაუბრეს სპარსეთის ყურეში კრიზისის მოგვარებაზე.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.
პარასკევს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინთან მიღწეული შეთანხმების თანახმად,
რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.