თორნიკე ართქმელაძე - იმედია, სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა - მანანა კობახიძის გადაწყვეტილება არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში

ერთ დროს “ქართული ოცნების” ერთგული მხარდამჭერი და მისი აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე, - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო - ლელოს” წევრი, თორნიკე ართქმელაძე მანანა კობახიძისთვის პირადი განცხადების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერებას.

როგორც ართქმელაძე აცხადებს, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა და იმედს გამოთქვამს, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც გააცნობიერებენ.

“მანანა კობახიძის ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იქიდან, რომ მას არ სურდა ანტი-კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობა, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია.

იმედია, ამ ფაქტის შემდეგ სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, თუ რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა.

ეს გადაწყვეტილება ასევე არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში - ერთ დროს “ქართული ოცნების” ერთგული მხარდამჭერი და მისი აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე”, - აღნიშნა ართქმელაძემ.

ცნობისთვის, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში