მედია - მოლდოვაში ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრი დაიხურა, სადაც მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ დასაქმებული

სამართალდამცველებმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 21 ჩხრეკა ჩაატარეს და ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრის ლიკვიდაცია მოახდინეს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქოლ-ცენტრები აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოტივით ფულს სძალავდნენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე რვა პირია დაკავებული.

მასშტაბური ოპერაცია ეროვნული საგამოძიებო ინსპექციის და ბალცის პოლიციის თანამშრომლებმა, ფულგერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მხარდაჭერით 9 ოქტომბერს ჩაატარეს.

გამომძიებლების თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის ყალბი პლატფორმები შექმნეს. ეჭვმიტანილები საერთაშორისო საინვესტიციო ექსპერტებად ასაღებდნენ თავს, კლიენტები მათი რეალური შემოსავლის შესახებ შეცდომაში შეჰყავდათ და შემდეგ დიდი თანხების გადარიცხვაში არწმუნებდნენ.

ეჭვმიტანილებმა ათობით ადამიანი დაიქირავეს ქოლ-ცენტრებში სამუშაოდ, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები. მათ მიგრაციის გენერალური ინსპექციისა და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ოფისის თანამშრომლები შეამოწმებენ.

ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ამოიღეს ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები, დოკუმენტები, ბეჭდები და კომუნიკაციების ჩახშობის მოწყობილობები. გარდა ამისა, ერთ-ერთ ადგილზე ოფიცრებმა აღმოაჩინეს ტყუილის დეტექტორი, რომელსაც ორგანიზატორები დაქირავებული პერსონალის შესამოწმებლად იყენებდნენ.

სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალურმა ბიზნესმა ორგანიზატორებს უზარმაზარი მოგება მოუტანა. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ხუთი ქოლ-ცენტრიდან მხოლოდ ერთიდან თვეში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შემოდიოდა. რვავე დაკავებული წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული. გამოძიება გრძელდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში