უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მდგრადობის გეგმებისთვის დედაქალაქის მზადყოფნის დონე ყველაზე დაბალია ქვეყნის რეგიონებს შორის - შესაბამისად, მან დაიწყო კონსულტაციები უსაფრთხოებისა და მმართველობის სფეროებში გადაწყვეტილებების შესახებ.
„ოქტომბრის შუა პერიოდის მდგომარეობით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სასაზღვრო და ფრონტისპირა რეგიონებშიც კი, მდგრადობის გეგმების შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე კიევში. კიეველებიც ნამდვილად გრძნობენ ამას, რადგან „შაჰედების“ ერთეული დარტყმების შემდეგაც კი დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება წყდება“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დაიწყო კონსულტაციები „უსაფრთხოებისა და მმართველობის სფეროში გადაწყვეტილებების“ შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე გამართა შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს ვასილ მალიუკთან, სახელმწიფო რეკონსტრუქციის სააგენტოს ხელმძღვანელ ივან ფედოროვთან, ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვთან, ბიზნესმენ კონსტანტინ ეფიმენკოსთან და ყოფილ პარლამენტის წევრ მაქსიმ ეფიმოვთან.
ზელენსკის თქმით, კიევში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება.