ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, ანტი-ანექსიური პლატფორმის დამფუძნებელი პაატა დავითაია ცნობილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიხეილ ხადარკოვსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების" პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხადარკოვსკი დღეს რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია.
“ანტი-ანექსიური პლატფორმა არის გაერთიანება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაფუძნდა და მკაცრად აპროტესტებს რუსეთის რეჟიმის აგრესიას.
შეხვედრაზე პაატა დავითაიამ და მიხეილ ხადარკოვსკიმ ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპის უსაფრთხოებაზე, რუსეთის სასტიკ ომზე უკრაინაში და იმ გამოწვევებზე რის წინაშეც დგას საქართველოს სახელმწიფო აგრესორი ქვეყნის მხრიდან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.