ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანა წითლიძის თქმით, „ეს ჩვენი ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“.
„მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან - ჩვენთვის არაფერი იცვლება.
კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება!
ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მითუმეტეს ვერც ნაციონალურ მოძრაობას!
მხოლოდ კი არ გადავრჩებით - საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც“, - წერს წითლიძე.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.