ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერები გახსნა

ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერები გახსნა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირისა და მოლდოვა-ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

„საბჭომ გახსნა მე-2 კლასი - „შიდა ბაზარი“ - და მე-3 კლასი - „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა”. მოვუწოდებთ უკრაინას, განახორციელოს შემდგომი რეფორმები“, - განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა თომას ბირნმა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას. უნგრეთის ვეტოს გადასალახავად უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.