დონალდ ტრამპი უკრაინაზე - ჩვენ მათ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ, ჩვენ მათ ვეხმარებით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და ომის დასასრულებლად როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან მუშაობს.

„ჩვენ მათ ვეხმარებით და სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ. გვსურს, ომი დასრულდეს, ამიტომ მათთან და რუსეთთან ერთად ვმუშაობთ მის დასასრულებლად“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც სურს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც, თუმცა მათ შორის „დიდი სიძულვილია“ და არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას.

დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს რუსულ დიზელთან დაკავშირებულ გარიგებაზე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა დიზელის გარიგებიდან მიღებული შემოსავალი დამატებითი ბომბების შესაძენად გამოიყენოს, ტრამპმა პასუხს თავი აარიდა: „ეს დიზელის გარიგებაა და არა ჩვენთვის განკუთვნილი. ის მსოფლიო ბაზარზე გადის და არა ჩვენთან“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში