კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებისგან დარტყმის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დარტყმა დესნიანსკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, ერთი დაღუპულის შესახებ, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში არ გამოცხადებულა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე დარტყმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორი, კერძოდ, მე-4 თბოელექტროსადგური იყო. მისივე მტკიცებით, პარტნიორებისგან დარტყმის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ.

“რუსეთის ბალისტიკური რაკეტის დარტყმა კიევზე. ისევ და ისევ, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილების გარეშე. მთავარი სამიზნე ენერგეტიკა იყო, კერძოდ, მე-4 თბოელექტროსადგური. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობ. ეს რაკეტები ჩვენმა სისტემამ კიევთან მიახლოებისას აღმოაჩინა. მე-4 თბოელექტროსადგური კიევის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული ობიექტია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში