ვატიკანი - რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს, - ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიულეტენში აღნიშნულია, რომ პაპს აღენიშნება ფილტვის ადენოკარცინომა. ოპერაციის დროს ჩატარებულმა ქსოვილის ანალიზმა დაადასტურა ის დიაგნოზი, რომელსაც ექიმები წინასწარი გამოკვლევების საფუძველზე ვარაუდობდნენ.

71 წლის პაპი გუშინ რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმ წარმონაქმნის მოსაშორებლად, რომელიც ექიმებმა რუტინული სამედიცინო შემოწმებისას ფილტვზე აღმოაჩინეს. რომის პაპის მთავარმა ქირურგმა, დოქტორმა სტეფანო მარგარიტორამ და მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა ლუიჯი კარბონემ განაცხადეს, რომ ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა და წარმატებით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

სამედიცინო ბიულეტენის თანახმად, ოპერაციის შემდეგ პაპი გონზე მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში გადაიყვანეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში