შშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაივანი დათანხმდა, შეისყიდოს აშშ-ის ალასკის შტატში მილსადენის პროექტის ფარგლებში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის 30%, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეთანხმების პირობები ჯერ კიდევ გაურკვეველია. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლატნიკმა, განაცხადა, რომ ტაივანმა მილსადენის განვითარებაში 4.4 მილიარდი დოლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო. ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ენერგეტიკულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.