დუეინ დევისს თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებისთვის 40 წლიდან უვადო პატიმრობა მიესაჯა

დუეინ „კეფი დი“ დევისს რეპვარსკვლავ თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებისთვის 40 წლიდან უვადო პატიმრობა მიესაჯა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დევისი, რომელიც წარსულში დაჯგუფება Southside Compton Crips-ის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 31 აგვისტოს მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს 1996 წელს ლას-ვეგასის სტრიპის მახლობლად თუფაქ შაკურის მკვლელობის დაგეგმვის გამო. ის კვლავ ერთადერთი პირია, რომელსაც თუფაქ შაკურის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

საქმე თითქმის 30 წლის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა: პროკურორები არ ამტკიცებდნენ, რომ დევისმა თავად გაისროლა. მათი განცხადებით, ის Southside Compton Crips-ის დაჯგუფების ერთ-ერთი მაღალი რანგის წევრი იყო და სროლა შურისძიების მიზნით მოაწყო მას შემდეგ, რაც MGM Grand-ის სასტუმროში შაკურის თანმხლებ პირებსა და მის დისშვილს, ორლანდო ანდერსონს, შორის ჩხუბი მოხდა. იმავე ღამეს, მოგვიანებით, შაკურს ავტომობილში ყოფნისას ესროლეს. შაკური ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სასჯელი მოსამართლე კარლი კირნიმ გამოაცხადა. სასამართლო პროცესის დასაწყისში 63 წლის დევისმა უარი თქვა უფლებაზე, მისთვის სასჯელი ნაფიც მსაჯულებს განესაზღვრათ. ნაფიცმა მსაჯულებმა ის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს მას შემდეგ, რაც სათათბიროდ გასვლიდან სამ საათზე ნაკლებ დროში გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში