დავით მათიკაშვილი მანანა კობახიძეზე - პირველ ეტაპზე ვნახეთ არალოგიკური განაცხადი, როცა ის საქმის აცილებას ითხოვდა, შემდეგ მან დატოვა საკონსტიტუციო სასამართლო, რაც პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მანანა კობახიძის პირველი განაცხადი საქმის აცილებასთან დაკავშირებით არალოგიკური იყო, ხოლო თანამდებობის დატოვება პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

„ჩვენ პირველ ეტაპზე ვნახეთ მოსამართლის სრულიად არალოგიკური განაცხადი, როდესაც ის საქმის აცილებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილდა, შემდეგ მან დატოვა საკონსტიტუციო სასამართლო, ეს ყველაფერი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მოსამართლისთვის შესაფერისი საქციელი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სასარჩელო წარმოება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება, მნიშვნელოვანი პროცესია.

„თავდაცვისუნარიანი დემოკრატია გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შექმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ სასამართლო განხილვის ჭრილში სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ სასარჩელო წარმოების მომსწრენი ვართ ჩვენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს ერთადერთიო სწორი გადაწყვეტილება, რაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში