ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკური საავადმყოფო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება გააფორმა.

„ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები, მათ შორის, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, გადაუდებელი დახმარებისა და რადიოლოგიის დეპარტამენტები. აღნიშნული სერვისები არსებული შენობიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს. რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, განახლდება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობებიც.

ახალი კორპუსის დაპროექტებისთვის შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში