მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მიიღებს მონაწილეობას

14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც კონფერენციაში „Raisina Middle East” მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის მიერ.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: “მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი”.

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში