თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს სლოგანით: „გრიგოლ ლილუაშვილო, ილაპარაკე“, „ირაკლი ღარიბაშვილო, ილაპარაკე!“

„გრიგოლ ლილუაშვილო, ილაპარაკე!“, „ირაკლი ღარიბაშვილო, ილაპარაკე!“, - ამ შინაარსის ბანერებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა აქცია გამართეს.

მათი მიმართვის ადრესატები მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი იყვნენ.

როგორც გარდაცვლილის მშობლები აცხადებენ, სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ, რისი გასაჯაროებისკენაც მოუწოდებენ.

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან გავაგზავნეთ წერილები, სადაც მოვთხოვეთ აღიარონ, თამარ ბაჩიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა და დაასახელონ ის პიროვნებები, რომლებიც მათთან ერთად მოქმედებდნენ, რადგან თამარ ბაჩიაშვილის სისხლით ხელები ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დასვრილი. ჩვენ არ ვიცით, ადრესატამდე მივიდა თუ არა ჩვენი გზავნილი წერილი, ამიტომ მოვედით ციხესთან, რომ უშუალოდ მივმართოთ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, რომ აღიარონ დანაშაული, თქვან ყველა გარემოება, რაც ამ საქმის ირგვლივ იციან და ერთგვარად გადაირჩინონ სული. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, საბოლოოდ თქვენ რომ არ დაგბრალდეთ მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა, ჯობს აღიაროთ და დაასახელოთ დამკვეთები, შემსრულებლები“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილმა „ყველაფერი იცის“.

„ერთი თვე გავიდა წერილის შეგზავნიდან, დღემდე პასუხი არ არის. ლილუაშვილი, რატომ არის გაჩუმებული? მას ჰგონია, ეს ასე ჩაივლის, გამორიცხულია! ლილუაშვილმა დეტალურად იცის ყველაფერი, ვისი დავალებით მოკლეს ბავშვი, ვინ შეასრულა ეს საქმე, ყველაფერი იცის. ხომ ნახა ლილუაშვილმა, რომ არ დაუფასეს ამდენი ხალხის წამება, ერის და ქვეყნის ღალატი. ახლა მაინც გამოიჩინოს ოდნავ კაცობა, გვიპასუხოს, თქვას სიმართლე, ჩემი შვილის სისხლს მათ არ შევარჩენ“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში