ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - აშშ-მა უკრაინაში Starlink-ის მუშაობა შეიარაღებული ძალების გაფრთხილების გარეშე შეზღუდა - ეს არ შეიძლება იყოს დამთხვევა

კომპანია SpaceX-მა უკრაინაში მოძრავი Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარე შეზღუდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებში, სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა, განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები ამჟამად ე.წ. სამხედრო პაკეტზე ვრცელდება. კერძოდ, StarShield-ის სერვისებზე, რომელთა სიჩქარე საათში 100 მილზე (დაახლოებით 161 კილომეტრზე) მეტი არ იყო.

„ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ და ამან არაერთი მისიის ჩაშლა გამოიწვია. ცხადია, ეს ქმედება არ შეიძლება იყოს დამთხვევა და დაკავშირებულია მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასთან“, - აღნიშნა სერგეი ბესკრესტნოვმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში