რუსული „სბერბანკი“ ადასტურებს, რომ მის მონაცემთა ცენტრზე თავდასხმა მოხდა

„სბერბანკი“ ადასტურებს, რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში, მის მონაცემთა ცენტრზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სბერბანკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ვედიახინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანიის ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულებრივად მუშაობს და არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

“ვადასტურებთ მონაცემთა ცენტრზე თავდასხმას. “სბერბანკის” ყველა სისტემა და სერვისი ნორმალურად და შეუფერხებლად მუშაობს. არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა“, - განაცხადა ვედიახინმა.

დღეს დილით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა სარატოვის ოლქში დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბალაკოვოში რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. ბალაკოვოს მუნიციპალური რაიონის ხელმძღვანელის, სერგეი ბარულინის თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში