მეუფე ნიკოლოზი - ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს

ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, - ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის.

“ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, განსაკუთრებით, ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, რომელიც ამ ტაძარში მოხდა. განსაკუთრებული დღესასწაული იყო ყოველთვის.

დღეს არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ამ ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში