პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, მიმართა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის Starlink-ის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
„ჰეი, ილონ მასკ, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები, თვალს გადევნებთ”, - დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.
გასულ წელს რადოსლავ სიკორსკისა და ილონ მასკს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკი უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის გათიშვით დაიმუქრა, ბიზნესმენმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „პატარა ადამიანი“ უწოდა.