გიორგი გახარია პარტიების აკრძალვის საკითხზე - მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ - პასიური დაკვირვება აღარ არის საკმარისი

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პასიური დაკვირვება საკმარისი არ არის.

“პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი საერთაშორისო თანამეგობრობას ხვალ გაცილებით უფრო რთულად სამართავი კრიზისის წინაშე დააყენებს”, - აცხადებს გახარია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში