ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიას თავის დასკვნაში სულ მცირე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომები აქვს დაშვებული

ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაც, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის სანქციებსა და აკრძალვებს ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობითაც ეს არის განსაზღვრული, ამიტომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, წინასწარ პროგნოზირება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, არ შეიძლება, ამიტომაც „უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”.

„საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ჩანიშნულია. ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაც, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის სანქციებსა და აკრძალვებს ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობითაც ეს არის განსაზღვრული, ამიტომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით, ამიტომ რას იმსჯელებს და როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ამის წინასწარი პროგნოზირება არ შეიძლება. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მანანა კობახიძეს. მოსამართლე უნდა მოქმედებდეს კანონისა და მისი სუფთა სინდისიდან გამომდინარე, ამიტომ სად უშვებს ეს ადამიანი კომპრომისს თუ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის არანაირად დაკავშირებული მიმდინარე საკითხთან, უკეთესი იქნება თვითონ განმარტოს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას: „ეთანხმება თუ არა შეფასებებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დემოკრატიის უკუსვლა“, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა კი არ არის, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს მათი დამარცხებაა ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანთან”.

„ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ძირითადად ევროკავშირისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, გვესმის მსგავსი განცხადებები, ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც საქართველოში ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებისას თავი შეიკავეს აღიარებისგან, მაგრამ ძალიან გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს საარჩევნო პროცესში უკანონო ჩარევასა და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას, 4 ოქტომბრის მომენტებს. ამიტომ მათ დამარცხება გააფორმეს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლად. ამიტომ აქ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა კი არ არის, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს მათი დამარცხებაა ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანთან”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ „ვენეციის კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომები აქვს დაშვებული“.

„სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიას თავის დასკვნაში სულ მცირე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომები აქვს დაშვებული, როდესაც საუბარია, რომ პოლიტიკური პარტიების განვითარებას უქმნის საფრთხეს ეს გრანტების კანონი. ეს არის საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხი, საქართველოს კანონმდებლობით, უკვე 30 წელიწადზე მეტია, საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და აქტივობის დაფინანსება უცხოეთიდან აკრძალულია. ეს ფუნდამენტური ხასიათის აცდენები იკითხება მათ დასკვნაში. მთავარს ვერ უარყოფს ვერავინ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი. დანარჩენი რაც დაწერეს, ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ის რაც 30 წლის წინანდელი მიღებული კანონით არის აკრძალული, ახალი მიღებული კანონით ვერ აიკრძალებოდა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში