ALDE-ს ინფორმაციით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

შევიტყვეთ და შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე - პარტია ALDE-ს წევრის, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, - ინფორმაციას პარტია “ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” (ALDE) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.

“იგი ბრიუსელში მიემგზავრებოდა (ტრანზიტით), სადაც მიწვეული იყო და „Renew Europe“-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. ვწუხვართ, რომ იგი ვერ შეძლებს სამიტში მონაწილეობას და იმედგაცრუებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ კვლავ გრძელდება ზეწოლა იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ესწრაფვიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში