შსს - ზურაბ ჯაფარიძის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის აეროპორტში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯაფარიძის „რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა”.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ის თურქეთში, საზღვარზე დააკავეს. პოლიტიკოსის ცნობით, მას აუხსნეს, რომ „2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს ქვეყანაში შესვლაზე, რადგან მათ ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან“.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, მას ქვეყანაში ხვალ აბრუნებენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში