ნიკა გვარამია - „ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ - საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ

„ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ - საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.

გვარამიას თქმით, პარტიების გაუქმება დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.

”ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.

ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და სისუსტედ მიიჩნევენ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.

საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ "მოძალადე" პოლიტიკოსები და პარტიები.

არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან - ევროკავშირისგან“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში