რუსებმა ლუცკში საბითუმო საწყობს დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსებმა ლუცკში საბითუმო საწყობს დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ლუცკზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლინის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან რომანიუკის განცხადებით, დრონის ნამსხვრევების საბითუმო საწყობ Eurogurt-ს მოხდა.

გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.