საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ვარშავის კონვენციის) დამატებით ოქმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოქმი ხელმოსაწერად 14 ოქტომბერს გაიხსნა და საქართველო მის პირველ ხელმომწერებს შორის იყო.

“საქართველოსთან ერთად ოქმს ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, მონტენეგრომ, საბერძნეთმა, სან-მარინომ, უნგრეთმა და ევროკავშირმა.

საქართველოს პროკურატურა ოქმის ხელმოწერისთვის მოსამზადებელი პროცესის წარმმართველი უწყება იყო. საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ხატია წილოსანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, გიორგი მიქავა და გივი ბაღდავაძე.

დამატებითი ოქმი აუმჯობესებს დანაშაულებრივი ქონების გამოვლენის, მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და დაბრუნების მექანიზმებს. იგი ხელს უწყობს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, ოქმი ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში