ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან.

დადასტურებულ გამომსვლელებს შორის არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები: ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი), ანტონიო კოშტა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი), კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და მარტა კოსი (გაფართოების საკითხებში ევროკომისარი).

დადასტურებულ გამომსვლელებს შორის ასევე არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერები: მაია სანდუ (მოლდოვის პრეზიდენტი), სერგეი კორეცკი (უკრაინის პრემიერ-მინისტრი), ედი რამა (ალბანეთის პრეზიდენტი), მილოიკო სპაჟიჩი (მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი) და ჰრისტიან მიცკოსკი (ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი).

მანამდე, „ევროსკოპს“ წყარომ დაუდასტურა, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში