გიგა ფარულავა - მანანა კობახიძემ მკაფიოდ უნდა თქვას, რატომ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ახლა და რა დავალება აქვს მიღებული  საკონსტიტუციო სასამართლოს - „ქართული ოცნება“ აკანონებს დიქტატურას, ეს არჩევნების გაუქმებაა

მანანა კობახიძის გადაწყვეტილება ნათლად მიანიშნებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და დავალებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

გიგა ფარულავას თქმით, პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

„დღევანდელი პოლიტიკური პროცესების დროს „ოცნების“ რეჟიმისგან არაფერი არ არის გამორიცხული. მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, რითაც განერიდა პროცესს, ნათლად მიანიშნებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და დავალებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის. მანანა კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ ერთია შენ განერიდო პროცესს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციურ პარტიებს, არამედ მთლიანად აზიანებს ქვეყანას, როგორც საგარეო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და სურვილი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მკაფიოდ თქვას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა, ამ დროს. თქვას, რა დავალება აქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს და რა პროცესები იქნება ამის შემდეგ.

რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სარჩელს, ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო მექანიზმების გამოყენება პარტიების აკრძალვისთვის. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიები უნდა დაამარცხო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. „ოცნებამ“ აირჩია გზა, რომელიც ფაქტობრივად აფორმებს დიქტატურას. ჩვენ თავიდანვე არ გამოვრიცხავდით, რომ „ოცნება“ ამ ნაბიჯს გადადგამდა. დღეს უკვე ნათელია, რომ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენი პარტიაც არის დამატებული. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილა, პარტიების აკრძალვა, ჩვენი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელში დამატება, „ოცნებისთვის“ იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი. ისინი აკანონებენ დიქტატურას, ეს ასევე ფაქტობრივად არჩევნების გაუქმებაა, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი მათთვის“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში